ახალი ამბები

გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს მდივნად გომელაური დანიშნა

19 თებერვალი, 2020 • 1538
გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს მდივნად გომელაური დანიშნა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 თებერვლის დილას, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ნიშნავს.

გახარიამ განაცხადა, რომ გომელაური „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე“ დანიშნა პოსტზე, თუმცა არ დაუზუსტებია, რა ვითარებას გულისხმობდა.

გახარიას თანახმადვე, გომელაური შეთავსებით უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობასაც გააგრძელებს.

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია 2019 წლის ნოემბერში გახარიამ დაზვერვის სამსახურის მაშინდელ უფროსს, ლევან იზორიას დააკისრა, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და გერმანიაში ელჩად ინიშნება.

ვიცე-პრემიერობისას და შინაგან საქმეთა მინისტრობისას გახარია ამ პოსტს თვითონ იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი