ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” 26 ივლისს გაიხსნება და 2 აგვისტოს დასრულდება.
ახალგაზრდული ფესტივალის დასრულების შემდეგ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ოლიმპიური სოფლის კომპლექსი დევნილებს საჩუქრად გადაეცემათ.
“მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ფესტივალის დასრულებისთანავე ამ არაჩვეულებრივ კომპლექსს საჩუქრად გადავცემთ ჩვენს დევნილებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მძიმეა 25 წელი იცხოვრო დევნილობაში საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ მე მჯერა, რომ მოვა დღე, როდესაც ასეთ არაჩვეულებრივ კომპლექსებს და ასეთ შენობებს ავაშენებთ აფხაზეთსა და ცხინვალში და ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ძალიან ბევრ ღონისძიებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.