აქციის მონაწილეთა ცნობით, დაკავებულები არიან ვახო ქარელი, ირაკლი მგალობლიშვილი, ელენე მალშევსკი–ჯაყელი, ანა მამულაშვილი, მარიამ ნანობაშვილი, ნატა ფერაძე, კოსტა ჩაჩანიძე, ვიკა ბაქარაშვილი, კესო კალაძე.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა “ტაბულას” ფოტოგრაფი, ალექსანდრე გიორგაძე დააკავეს.
Posted by netgazeti.ge on Sunday, July 19, 2015
პირველად სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე, გიგა მაქარაშვილი დააკავეს. შსს–ს განმარტებით იგი ადმინისტრაციული წესით, 166–ე მუხლით არის დაკავებული, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

აქციის სხვა მონაწილეებმა გიგა მაქარაშვილის დაკავება მისსავე პლაკატზე არსებულ წარწერას დაუკავშირეს და სოლიდარობის ნიშნად მათაც იგივე წარწერა გააკეთეს ფურცლებზე. სამართალდამცავები მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ აღნიშნული წარწერა დაემალათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ. ამის შემდეგ, პოლიციელებმა აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავეს. აქციის მონაწილეთა გარდა, დაკავებულთა შორის არის “ტაბულას” ფოტოჟურნალისტი ალქესანდრე გიორგაძეც.