ახალი ამბები

“პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციის 7 მონაწილე დააკავეს

19 ივლისი, 2015 • 1963
“პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციის 7 მონაწილე დააკავეს

სამართალდამცავებმა პირველად აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილი წაიყვანეს. შსს–ს განმარტებით, იგი ადმინისტრაციული წესით, 166–ე მუხლით დააკავეს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.


აქციის სხვა მონაწილეებმა მისი დაკავება გიგა მახარაშვილის პლაკატზე არსებულ წარწერას დაუკავშირეს. სოლიდარობის ნიშნად მათაც იგივე წარწერა გააკეთეს თავიანთ პლაკატებზე. ამის შემდეგ პოლიციელებმა აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავეს. 

 

UPDATE: თბილისის საკრებულოსთან სამართალდამცავებმა “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ გამართული აქციის 10 მონაწილე დააკავეს იგივე მიზეზით, რის გამოც მანამდე გიგა მაქარაშვილი.

Posted by netgazeti.ge on Sunday, July 19, 2015


აქციის მონაწილეთა გარდა, დაკავებულთა შორის არის “ტაბულას” ფოტოჟურნალისტი ალქესანდრე გიორგაძეც.

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა “ტაბულას” ფოტოგრაფი, ალექსანდრე გიორგაძე დააკავეს.

Posted by netgazeti.ge on Sunday, July 19, 2015

 

UPDATE: დაკავებულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა.

 

პირველად სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე გიგა მაქარშვილი დააკავეს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
პირველად სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილი დააკავეს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც ტრანსფარატზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც ტრანსფარატზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საპატრულო პოლიცია აქციის ორგანიზატორს, ნატა ფერაძეს აკავებს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
საპატრულო პოლიცია აქციის ორგანიზატორს, ნატა ფერაძეს აკავებს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პარტიზანული მებაღეობის კიდევ ერთი წევრი, რომელიც ასევე ტრანსფარატზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
პარტიზანული მებაღეობის კიდევ ერთი წევრი, რომელიც ასევე ტრანსფარატზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პატრულის თანამშრომლებმა სულ 10 ადამიანი დააკავეს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
პატრულის თანამშრომლებმა სულ 10 ადამიანი დააკავეს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი