ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი ოპოზიციონერებს შეხვდა

18 თებერვალი, 2020 • 1595
აშშ-ის ელჩი ოპოზიციონერებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ოპოზიციის ნაწილს შეხვდა. ინფორმაციას ამის თაობაზე აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“დღეს ელჩმა დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა. ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი