ახალი ამბები

მეცნიერებათა აკადემია ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

18 თებერვალი, 2020 • 2363
მეცნიერებათა აკადემია ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ბიძინა ივანიშვილს, როგორც მეცნიერსა და ამ დარგის განვითარებაში დიდი წვლილის შემტანს, დაბადების დღეს ულოცავს:

“ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში.
თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.

ქართველ მეცნიერთა სახელით
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე
ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი
აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე”, – წერია მილოცვაში, რომელიც აკადემიის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განახლება: 21 საათისთვის აკადემიამ მისალოცი პოსტი ფეისბუკიდან წაშალა, მას შემდეგ რაც კომენტარებში არაერთი უკმაყოფილო პოსტი დაიწერა.

ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა ასევე საქართველოს რაგბის კავშირმაც:

რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის IRB-მა ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა (ვიდეო)

მასალების გადაბეჭდვის წესი