ახალი ამბები

რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის IRB-მა ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა (ვიდეო)

18 ნოემბერი, 2014 • • 1223
რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის IRB-მა ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა (ვიდეო)

IRB-მა “განვითარების ჯილდოს” ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ ექს-პრემიერის საქველმოქმედო ფონდმა “ქართუ” საქართველოში 23 სარაგბო ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, მათ შორის ააშენა საწვრთნელო ცენტრები და სტადიონები. IRB-ის ცნობით, ქართველმა ფილანტროპმა 2008 წლიდან მოყოლებული რაგბიზე დაახლოებით 100 მილიონი ლარი დახარჯა.

 

“რაგბი ახალ წამყვანი სპორტია საქართველოში “ქართუ ფონდის” დახმარებით”, – აცხადებს IRB-ი.

 

ივანიშვილი/ფოტო IRB-ის ვიდეომასალიდან
ივანიშვილი/ფოტო IRB-ის ვიდეომასალიდან

ბიძინა ივანიშვილს ჯილდოს მიღებას ულოცავს საქართველოს რაგბის ფედერაცია:

 

“ვულოცავთ ბატონ ბიძინას ამ ჯილდოს მიღებას და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ქართული რაგბის განვითარებისათვის ხელიშეწყობისთვის”, – ნათქვამია ფედერაციის მიერ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი