შსს–ს განცხადებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში აკაკი კარტოზია თურქეთის მოქალაქეს თურქეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 6000 აშშ დოლარი მოსთხოვა.
როგორც შსს აცხადებს, აკაკი კარტოზია თბილისში, მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 3000 აშშ დოლარის აღების დროს დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, თაღლითობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.