ახალი ამბები

ვუჰანის კლინიკის უფროსი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

18 თებერვალი, 2020 • 922
ვუჰანის კლინიკის უფროსი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

18 თებერვალს ჩინეთში, ქალაქ ვუჰანის კლინიკის უფროსი ექიმი, ლიუ ჩჟიმინი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ვუჰანის ჯანდაცვის მუნიციპალური კომისიაის განცხადებით, ექიმ ჩჟიმინს დიდი წვლილი მიუძღვის კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ამ პროცესში, სამწუხაროდ, ის კორონავირუსით დაინფიცირდა და სამშაბათს დილას, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა“, – აცხადებენ კომისიაში.

კორონავირუსის ახალი სახეობა პირველად ვუჰანში აღმოაჩინეს.

18 თებერვალს ასევე დადასტურდა, რომ ჰუბეის პროვინციაში (ვუჰანი სწორედ ამ პროვინციაშია) კიდევ ერთი კლინიკის ყოფილი დირექტორი ქსიუ დეპუ გარდაიცვალა.

ჩინეთის დაავადებათ კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი ჩინეთში 2.3%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი