ახალი ამბები

რაგბის კავშირი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

18 თებერვალი, 2020 • 2068
რაგბის კავშირი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს რაგბის კავშირი ბიძინა ივანიშვილს რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაბადების დღეს ულოცავს”

“საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად საქართველოს სარაგბო თემი რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მსოფლიო რაგბის მიერ გამორჩეულ მეცენატს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ულოცავს დაბადების დღეს”, – წერია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დღეს 64 წლის გახდა.

24 თებერვალს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. კანდიდატი სამია: მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ყოფილი მორაგბე, ამჟამად დეპუტატი მმართველი პარტიიდან ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე, რაგბის კავშირის ყოფილი თანამშრომელი.

საქართველშო რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი 2014 წელს დააჯილდოვა.

IRB-მა “განვითარების ჯილდოს” ფარგლებში 2014 წელს ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ ექსპრემიერის საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ” საქართველოში 23 სარაგბო ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, მათ შორის ააშენა საწვრთნელი ცენტრები და სტადიონები. IRB-ის ცნობით, 2008 წლიდან მოყოლებული “ქართუმ” რაგბიზე დაახლოებით 100 მილიონი ლარი დახარჯა.

რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის IRB-მა ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა (ვიდეო)

 

მასალების გადაბეჭდვის წესი