მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს გატაცებაში ბრალდებულ 2 პირს დღეს, 17 თებერვალს, ბოლნისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
ინფორმაცია ნეტგაზეთს პროკურატურაში დაუდასტურეს.
უწყების თქმით, ერთ-ერთ ბრალდებულს ბრალი არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების აღკვეთასა და არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ედება (სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და დ ქვეპუნქი; 137-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტი), ხოლო მეორეს – არასრულწოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების აღკვეთაში.
არასრულწლოვანი მარნეულში 14 თებერვალს გაიტაცეს, მაშინ, როდესაც რეპეტიტორთან გაკვეთილის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. პოლიციამ გოგო მშობლებთან 15 თებერვალს დააბრუნა.