აფიშაახალი ამბები

გერმანიაში დააკავეს ულტრამემარჯვენეები, რომლებიც მეჩეთზე თავდასხმას გეგმავდნენ – BBC

17 თებერვალი, 2020 • 9363
გერმანიაში დააკავეს ულტრამემარჯვენეები, რომლებიც მეჩეთზე თავდასხმას გეგმავდნენ – BBC

გერმანიაში ულტრამემარჯვენე დაჯგუფების 12 პირი დააკავეს მას შემდეგ, რაც გამოძებამ დაადგინა, რომ ისინი მეჩეთზე, მიგრანტებსა და პოლიტიკოსებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ამის შესახებ BBC გერმანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

BBC-ის ცნობით, დაკავებულები არიან გასულ წელს ჩამოყალიბებული დაჯგუფება Der harte Kern-ის წევრები. ყველა დაკავებული გერმანიის მოქალაქეა. უშუალოდ თავდასხმას 4 პირი გეგმავდა, 8-ს კი მათი დაფინანსება ედება ბრალად. მათი დაკავების ნებართვა სასამართლომ გასცა. გამოძიება სხვა პირების დასადგენად გრძელდება, გარდა ამისა, პოლიცია დასაკავებლად კიდევ ერთ ადამიანს ეძებს.

BBC-ის ცნობით, დაჯგუფების წევრები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში გეგმავდნენ მეჩეთზე თავდასხმას და იმედი ჰქონდათ, რომ საპასუხო რეაქციის შემთხვევაში, შესაძლოა, სამოქალაქო ომიც კი გამოეწვიათ. დაკავებულებს აღმოაჩნდათ ასაფეთქებელი მოწყობილობები და ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიციას მათი გეგმების შესახებ ერთ-ერთმა ჩანერგილმა აცნობა.

გერმანიის პოლიცია იატაკქვეშა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების წინააღმდეგ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გასულ წელს მოკლეს ერთი გერმანელი პოლიტიკოსი და თავს დაესხნენ სინაგოგას.

მთავარ ფოტოზე: ეჭვიმატნილის დაკავება/REUTERS

მასალების გადაბეჭდვის წესი