განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ აქტივობებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ადგილობრივ მცხოვრებთა გადაადგილების თავისუფლებასა და საცხოვრებელ პირობებზე. განცხადების თანახმად, ის მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც პროვოკაციად შესაძლოა აღიქვან და იყოს საზიანო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის.
“გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ გამოიყენონ დადგენილი მექანიზმები, როგორიც აროს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი, რათა დაძაბულობა განიმუხტოს,”– გათქვამია განცხადებაში.