ახალი ამბები

ზოოპარკისა და შსს–ს ქვედანაყოფის ტენდერებთან დაკავშირებით 3 პირი პასუხისგებაში მისცეს

17 ივლისი, 2015 •
ზოოპარკისა და შსს–ს ქვედანაყოფის ტენდერებთან დაკავშირებით 3 პირი პასუხისგებაში მისცეს

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აღნიშნული პირები, რომლებიც ერთმანეთის ნათესავები არიან, ააიპ „თბილისის ზოოლოგიური პარკის” (ზოოპარკის) და შსს–ს „სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის“ გამოცხადებულ ტენდერებში მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით მონაწილეობდნენ, შემდეგ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული სუბიექტი, რომელსაც ელექტრონულ ვაჭრობაში ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა დაფიქსირებული, განზრახ არ წარადგენდა შესაბამის დოკუმენტებს და არ ცხადდებოდა ხელშეკრულების გასაფორმებლად, რის შედეგადაც, ტენდერში გამარჯვებული სუბიექტი დისკვალიფიცირდებოდა. 

 

ამის შემდეგ, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ხელშეკრულება ფორმდებოდა მათ მიერ შეთავაზებულ უფრო მაღალი ფასის წარმდგენ სუბიექტთან, რითაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესები არსებითად ირღვეოდა.


საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195 – ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ფეისბუკ გვერდიდან
ფოტო – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ფეისბუკ გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი