ახალი ამბები

“დედაბუნება გიხმობს!” – საპროტესტო მსვლელობა თბილისში [ფოტო]

16 ივლისი, 2015 •
“დედაბუნება გიხმობს!” –  საპროტესტო მსვლელობა თბილისში [ფოტო]

საპროტესტო აქცია-მსვლელობაში სტუდენტების გარდა მწვანე ალტერნატივის, ველოდსიპედისტთა კლუბის, საქართველიოს გაერთიანებული პროფკავშირების, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის და კიდევვ რამდებნიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. 

 

სტუდენტიური მოძრაობა “მწვანე მუშტის” წევრი, მარიამ გურგენიძე ამბობს, რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ყველა დიდ კატასტროფას სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის შედეგად ვიღებთ:

 

“ეს იქნება ვერეს ტრაგედია თუ სხვა რეგიონებში მომხდარი სხვადასხვა პრობლემები, სწორედ იმის შედეგია, რომ სახელმწიფო არასოდეს ითვალისწინებს იმ გარემო პირობებს, რომელიც არსებობს საქართველოში. მათ სურთ, რომ მაქსიმალური მოგება მინიმალურ დროში მიიღონ და ამით მდგრადი განვითარების პრინციპებს არღვევენ. შედეგად, ვიღებთ უამრავ დაზარალებულ ადამიანს და განადგურებულ ბუნებას. ეკონომიკურადაც, რა თქმა უნდა, გრძელვადიანად ეს ყველაფერი იძლევა უკუშედეგს და არანაირ მოგებას. ჩვენ ვაპროტესტებთ სწორედ ამ დამოკიდებულებას და ხელისუფლებასაც და საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ იფიქრონ, ბუნება ძალიან მნიშვნელოვანია და გაითვალისწინონ ეს ყველაფერი. ხუდონჰესი იქნება თუ სხვა დიდი პროექტები, სწორედ იმ პრიბლემებს ქმნის, რომელიც არანაირ მოგებას არ იძლევა.”


‘დედაბუნება გიხმობს!’ – საპროტესტო მსვლელობა თბილისში. ფოტო – ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე


აქციის ერთ–ერთი მონაწილის, ირაკლი ირემაძის თქმით, ვერეს ტრაგედიამ ცხადჰყო, თუ როგორი მასტაბური პრობლემების გამოწვევა შეუძლია უპასუხისმგებლოდ დაგეგმილ პროექტებს. ირემაძე ამბობს, რომ ბუნებასთან წინა და ახალი სხელისუფლების დამოკიდებულება იწვევს სწორედ ამ დიდ პრობლემებს.


‘დედაბუნება გიხმობს!’ – საპროტესტო მსვლელობა თბილისში. ფოტო – ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე


“ეს არის უკვე მასშტაბური პრობლემა, ფაქტიურად, საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა წერტილში. ბუნებასთან მსგავსი დამოკიდებულება, ფაქტიურად, უკან გვიბრუნდება და ბუმერანგივით ტრიალებს. ეს პირწმინდად არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ახორციელებდა წინა ხელისუფლებები და რასაც ახორციელებს ახლანდელი ხელისუფლება, ყოველგვარი შესწავლის, ყოველგვარი გარემოზე ზემოქმედების ანალიზის დასკვნების გარეშე ხდება ყველა ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება,”– ამბობს ირაკლი ირემაძე.


‘დედაბუნება გიხმობს!’ – საპროტესტო მსვლელობა თბილისში. ფოტო – ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე


სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტის” განცხაზდებით, ისინი სამომავლოდაც აპირებენ თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მსგავსი ტიპის აქციების გამართვას. სტუდენტური მოძრაობის ერთ–ერთი წევრი, ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ საპროტესტო აქციებს უშუალოდ იმ რეგიონებში გააგრძელებენ, სადაც იგეგემება მსხვილი ჰოდროპროექტების განხორციელება.


ლორთქიფანიძის თქმით, სტუდენტური მოძრაობა მხოლოდ მდგარადი განვითარების დართღვევის, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის თავიდან აცილებით დაგეგმილ ჰიდროპროექტებს ეწინააღმდეგება.


‘დედაბუნება გიხმობს!’ – საპროტესტო მსვლელობა თბილისში. ფოტო – ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე


“ჩვენ უკვე გვქონდა ორი დემონსტრაცია ხაიშში, როდესაც სერიოზული პრობლემები არსებობდა ხუდონჰესთან დაკავშირებით. მერე იმ ტემპერატურამ დაიწია და ჩვენ აღარ ჩავსულვართ, მაგრამ რეგიონები არის ჩვენი პრიორიტეტი.  ორი საპირველმაისო დემონსტრაცია გავმართეთ ჯერ კაზრეთში და მერე ტყიბულში. ჩვენ ერთხელ უკვე ვიყავით ბოლნისში და, შესაბამისად, რაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია, უკანასკნელი ჩვენი თეთრებით ვიმოგზაურებთ საქართველოს რეგიონებში. ჩავალთ და ვიტყვით ჩვენს საქმეს და დავუდგებით ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც აპროტესტებს არსებულ მდგომარეობას. უკვე არსებობს ნენსკრაჰესის პრობლემა; პრობლემებია რაჭაში და აჭარაში… ყველგან ირღევა ეკონომიური სტანდარტები. ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით მცირე რესურსების გამოყენებით. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მხოლოდ მდგრადი გაანვითარების წესების დარღვევით, მსხვილი ჰიდროპოროექტებით წარმოებულ მშენებლობებს,”– ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.


‘დედაბუნება გიხმობს!’ – საპროტესტო მსვლელობა თბილისში. ფოტო – ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე


სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობას აქვს გადამწყყვეტი მნიშვნელობა. მათი თქმით, სწორედ ეს არის ყველაზე მწვავე საკითხი საქართველოს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და ამან ზარალი უკვე მიაყენა ქვეყანას.


‘დედაბუნება გიხმობს!’ – საპროტესტო მსვლელობა თბილისში. ფოტო – ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე


‘დედაბუნება გიხმობს!’ – საპროტესტო მსვლელობა თბილისში. ფოტო – ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი