ახალი ამბები

გუდაურში ადამიანი მოკლეს

16 თებერვალი, 2020 • 1118
გუდაურში ადამიანი მოკლეს

გუდაურში დღეს 16 თებერვალს კაცი მოკლეს. ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.

უწყება ამბობს, რომ სავარაუდო ბრალდებული იდენტიფიცირებულია, ადგილზე კი მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი