ახალი ამბები

პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს არაალკოჰოლურ სასმელთა მარკირების გადავადება დაავალა

16 ივლისი, 2015
პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს არაალკოჰოლურ სასმელთა მარკირების გადავადება დაავალა

პრესსამსახურის ცნობით, ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა პროექტი, რომლის თანახმად, გაზიანი, მინერალური და მტკნარი წყლების მარკირება 1-ლი სექტემბრიდან სავალდებულო ხდებოდა.

 

პრესსამსახური აცხადებს, რომ კომპანიებმა პრემიერ-მინისტრს, ზაფხულის სეზონისა და მარკირებისთვის საჭირო აპარატურის განთავსების სირთულის გათვალისწინებით, მარკირების ამოქმედების თარიღის გადაწევის თხოვნით მიმართეს.

 

როგორც პრესსამსახურის განცხადებიდან ირკვევა,  პრემიერ-მინისტრი ითვალისწინებს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების თხოვნას და ფინანსთა მინისტრს ავალებს, პროდუქციის სავალდებულო მარკირება 2015 წლის 1-ელ ნოემბრამდე გადავადდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი