ახალი ამბები

2020-ში 100:50, 2024-ში პროპორციულით – მთავრობის ახალი შეთავაზება

15 თებერვალი, 2020 • 1747
2020-ში 100:50, 2024-ში პროპორციულით – მთავრობის ახალი შეთავაზება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით მთავრობამ ამერიკელ კოლეგებს და ოპოზიციას წარუდგინა შეთავაზება, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები გაიმართება 100:50 პრინციპით, ხოლო 2024 წელს საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულზე გადავა. ამის შესახებ თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

“ოპოზიციის წუხილი იყო, რომ 100:50 მოდელი არ უნდა შეხებოდა 2024 წელს, პრაქტიკულად მათ ამ მოტივით განაცხადეს უარი ამ მოდელის განხილვაზე. ჩვენ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს და ოპოზიციასაც ვუთხარით და შემდეგ დიალოგზე იქნება ჩვენი მხრიდან ეს პოზიცია დაფიქსირებული, რომ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ და შევთანხმდეთ 100:50 მოდელის გამოყენებაზე მხოლოდ ერთხელ, 2020 წელს და ამ მოდელით მოხდეს გადასვლა უკვე 2024 წელს პოროპორციულ სისტემაზე”,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია ამ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს, მაშინ 2020 წლის არცევნები კონსტიტუციით განსაზღვრული წესით ჩატარდება, რაც არ გულისხმობს ცვლიბებს, ხოლო 2024 წლის აღჩევნებისთვის კი საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი