ახალი ამბები

დონალდ ტუსკი საქართველოს 20 ივლისს ეწვევა

16 ივლისი, 2015 •
დონალდ ტუსკი საქართველოს 20 ივლისს ეწვევა

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, მარგველაშვილი და ტუსკი ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, რის შემდეგაც საქართველოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, აგრეთვე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, დონალდ ტუსკი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის მეორე დღეს საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები პრეზიდენტის სასახლეში ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტს სიტყვით მიმართავენ.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 21 ივლისს დასრულდება.

 

დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში 14-16 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა საბერძნეთის კრიზისის გამო გადაიდო.

დონალტ ტუსკი; ფოტო: როიტერი
დონალტ ტუსკი; ფოტო: როიტერი

მასალების გადაბეჭდვის წესი