” დააფიქსირეს ნიღბიანი პირები ჩვენმა პოლიციელებმა. სამუშაოები ჩაატარეს, თუმცა არ დაუდგამთ ბანერი და წავიდნენ. საქართველოს დროშა ჩამოუხსნიათ. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაკეცეს ეს დროშა და წაიღეს. არ ვიცი რატომ წაიღეს, სად წაიღეს. ახლა იქ არავინ არ არისო, სულ ყველა გავიდნენო”, – განცხადა შსს მინისტრმა ჟურნალისტებს 16 ივლისს, მთავრობის სხდომის შემდეგ.
მინისტრის ვარაუდით ნიღბიანი პირები რუსი სამხედროები იყვნენ, “სხვა არავინ არ მოვიდოდა”, – უთხრა ჟურნალისტებს გომელაურმა.
წითელუბნის მცხოვრებმა მალხაზ ცეცხლაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ 16 ივლისს იმ ადგილას, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს, დღეს ოსი სამხედროები მივდინენ და ჟურნალისტების მიერ აღმართული საქართველოს დროშა ჩამოხსნეს.
