თბილისში, ბელიაშივლის ქუჩაზე სასაწყობე ფართში ხანძარია.
როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი მუყაოს ყუთებსა და საბურავებს გაუჩნდა. საგანგებოს ინფორმაციით, ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.