სახალხო დამცველის ცნობით, დროულად უნდა დადგინდეს მომხდარის მიზეზები, ხოლო ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ხომ არ ქონდა ადგილი უსაფრთხოების წესების დარღვევას.
გამოძიების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ საზოგადოების პერიოდული ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე, გამოძიების ინტერესებისათვის ზიანის მიუყენებლად, მიაჩნია სახალხო დამცველს.
ომბუდსმენის ოფისი აცხადებს, რომ ყველა ზომა უნდა მიიღონ იმისათვის, რომ დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის აღდგენის პროცესი უსაფრთხოების ყველა წესის მაქსიმალური დაცვითა და შესაბამის კვლევებზე დაფუძნებით წარიმართოს, რათა იქ მაცხოვრებელი ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაიცვან.
14 ივლისს თბილისში, გლდანში მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე დაშავდა და საცხოვრებელი კორპუსის ორი სადარბაზო დაზიანდა.
აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2401 მუხლის საფუველზე, რომელიც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.