ახალი ამბები

საია: საყდრისის კულტურული მემკვიდერეობის შენარჩუნებას ხელი უკანონოდ შეუშალეს

15 ივლისი, 2015 • 2908
საია: საყდრისის კულტურული მემკვიდერეობის შენარჩუნებას ხელი უკანონოდ შეუშალეს

”საყდრისი-ყაჩაღიანის შემთხვევამ ცალსახად აჩვენა, რომ საეჭვო გარემოებებში, კანონმდებლობის მოთხოვნების გვერდის ავლით, შეიძლება მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკონომიკური თუ სხვა ბუნდოვანი საინვესტიციო ინტერესების სახელით საფრთხეს შეუქმნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, შენარჩუნებას და მომავალი თაობებისათვის გადაცემას,”- აცხადებს საია.

 

საიას განცხადებით, მათ მიერ მომზადებული კვლევის შედეგად შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა:

 

”2014 წლის 12 დეკემბერს, ერთი დღის განმავლობაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით, უაღრესად საეჭვო გარემოებებში,  ჯამში. 17 ისეთი მოქმედება განახორციელეს და 4 ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელთა შედეგად, 2014 წლის 13 დეკემბერს შპს “RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი უკანონოდ ააფეთქა;
 
 
2014 წლის 12 დეკემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით ძეგლის სტატუსის მოხსნის მიზნით ადმინსტრაციული წარმოება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით ჩაატარეს;
 
 
2014 წლის 13 დეკემბერს „RMG-Gold”-ს საყდრისი #1 ყაჩაღიანის უბანზე აფეთქების განსახორციელებლად არ გააჩნდა სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა. შესაბამისად, კომპანიამ აფეთქება უკანონოდ განახორციელა;
 
 
2014 წლის 13 დეკემბრიდან მოყოლებული, სააგენტომ ვერ უზრუნველყო საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ე.წ. დაშლა (აღების) პერმანენტული მონიტორინგის მიზნით შექმნილი კომისიის შემადგნელობის ისე დაკომპლექტება, რომ სახეზე არ ყოფილიყო  ინტერსთა კონფლიქტის ნიშნები;
 
 
2014 წლის 29-31 დეკემბერს „RMG-Gold”-ისთვის საყდრისი-ყაჩაღიანთან კავშირში მყოფი წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის კონკრეტულ სალოკაციო ტერიტორიაზე გაგრძელების პროცესში – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ფორსირებული მოქმედება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ „RMG-Gold”-ს წინასწარ ჰქონდა ლიცენზიის გაგრძელების გარანტია და 2014 წლის ბოლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იურიდიულად გაფორმდა”.
 

საიას კვლევა
საიას კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი