ახალი ამბები

“ოცნებამ” კიდევ ერთი ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა

14 თებერვალი, 2020 • 1721
“ოცნებამ” კიდევ ერთი ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა

“ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთ ამერიკულ ლობისტურ კომპანია DCI Group-თან გააფორმა კონტრაქტი.

Fara.gov-ზე ატვირთული ხელშეკრულების თანახმად, ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 12 თებერვალს არის გაფორმებული და ქართული მხრიდან მას ხელს აწერს “ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

ამერიკულ ლობისტურ კომპანიას ევალება “ქართული ოცნების” რეკლამირება,  როგორც დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის სანდო და პრაგმატული პარტნიორის, რომელიც დასავლური ლიბერალური ღირებულებების და აშშ-საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორობის ერთგულია. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ლობისტური კომპანია ინფორმაციის მომზადების და მედიაში გავრცელების გზით დაეხმარება “ქართულ ოცნებას” დემოკრატიული ღირებულებებისადმი და აშშ-თან პარტნიორობისადმი ურყევი ერთგულების წარმოჩენას.

ხელშეკრულება ძალაშია 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე. “ქართული ოცნება” ლობისტურ კომპანიას თვეში 33 333 აშშ დოლარს გადაუხდის.

მანამდე “ქართულმა ოცნებამ” გააფორმა კონტრაქტი ამერიკულ ლობისტურ კომპანია Hogal Lovells-სთან. აღნიშნულს წინ უძღოდა ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილები, სადაც მიუთითებდნენ საქართველოში სასამართლო სისტემის ხარვეზებზე, ასევე, პროპორციული არჩევნების დაპირების ჩაგდებასა და აქციების ძალადობრივ დაშლაზე.

“ოცნებამ” ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულება $900 ათასად გააფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი