ახალი ამბები

აქტივისტმა კობახიძესა და კალაძეს კრიტიკული შეკითხვები დაუსვა

14 თებერვალი, 2020 •
აქტივისტმა კობახიძესა და კალაძეს კრიტიკული შეკითხვები დაუსვა

აქტივისტმა ირაკლი ხეხელაშვილმა მიუნხენის აეროპორტში თბილისის მერს, კახა კალაძესა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ფეისბუკის პირდაპირ ეთერში შეკითხვები დაუსვა. ხეხელაშვილის კითხვები შეეხებოდა საქართველოში მიმდინარე აქტუალურ თემებს, მათ შორის პარლამენტის წინ ტერიტორიის რეაბილიტაციას, “ანას ბაღის” ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობასა და 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს. როგორც ხეხელაშვილმა ვიდეოში აღნიშნა, თავადაც იდგა ამ აქციაზე და სხვა ახალგაზრდებთან ერთად აპროტესტებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.


ხეხელაშვილის კითხვა, თუ როგორ მიდის პარლამენტის წინ რეაბილიტაციის პროცესი კალაძემ უპასუხა, რომ “ძალიან მაგრად”. კალაძის თქმით, პარლამენტის წინ გაპროტესტება ახლაც შესაძლებელია, საპასუხოდ კი ხეხელაშვილმა ჰკითხა, კონკრეტულად სად შეიძლება აქციის გამართვა, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ გზაზეც შეიძლება, თუ საკმარისი რაოდენობის ხალხი იქნება.

ხეხელაშვილმა თბილისის მერს კითხვები დაუსვა “ანას ბაღის” ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებითაც. კალაძემ კი უპასუხა, რომ “ანას ბაღს” არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ხეხელაშვილი საპასუხოდ დაინტერესდა, აპირებს თუ არა კალაძე მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გაუქმებას, რაზეც კალაძისგან უარი მიიღო

“ანას ბაღს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ტყუილია, რომ ბაღის ადგილზე მიდის მშენებლობა. მე პირობა მაქვს მიცემული, რომ არცერთ სკვერში, არცერთ ბაღში არანაირი მშენებლობები ვერ და არ განხოციელდება… ინვესტორს დავათმობინეთ რამდენიმე კვადრატი, რომელიც ბაღის სივრცეს მიემატება”, – უპასუხა კალაძემ ხეხელაშვილს.

“თქვენ ხართ ის მთავრობა, რომელმაც მაკო გომურს თვალი დასთხარა გავრილოვის გამო”, – მიმართა ხეხელაშვილმა კალაძესა და კობახიძეს, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ ეს გავრილოვის გამო არ მომხდარა და “ყველა უნდა ჩაჯდეს კანონის ფარგლებში, პარლამენტში შევარდნა არის კანონდარღვევა”.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ის საუბარში მაშინ ჩაერთო, როდესაც ლაპარაკი 20-21 ივნისის ღამეზე მიმდინარეობდა და კითხვებით მიმართა ხეხელაშვლის, თვლის თუ არა  პარლამენტში ძალით შეჭრას კანონდაღვევად, რაზეც ხეხელაშვილმა უპასუხა, რომ ის არ არის საჯარო ფიგურა და არ აქვს ვალდებულება, მსგავს კითხვებზე გასცეს პასუხი. თუმცა კობახიძე მაინც შეეცადა ხეხელაშვილისგან პასუხის მიღება,ს რა დროსაც, ის თავს არიდებდა ხეხელაშვილის კითხვებზე პასუხის გაცემას.

ხეხელაშვილს, კალაძესა და კობახიძეს შორის საუბარი ასევე შეეხო ვიზალიბერალიზაციას, რა დროსაც კობახიძემ ხეხელაშვილი ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის გზავნილების გამეორებაში დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი