ახალი ამბები

ერაყში, ბაზაზე, სადაც აშშ-ის ძალები არიან, სარაკეტო შეტევა განხორციელდა

14 თებერვალი, 2020 •
ერაყში, ბაზაზე, სადაც აშშ-ის ძალები არიან, სარაკეტო შეტევა განხორციელდა

ერაყის უსაფრთხოების ორგანოების წარმომადგენლების განცხადებით, წუხელ ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იყვნენ განლაგებულნი, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ AP ავრცელებს.

კერძოდ, AP-ის ცნობით, შეტევა განხორციელდა კირკუკის პროვინციაში მდებარე K1 ბაზაზე. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დეტალები უცნობია.

იქამდე, გასული წლის 27 დეკემბერს, ამავე ბაზაზე განხორციელებულ შეტევას ვაშინგტონმა საპასუხო იერიშით უპასუხა, რომლის გამოც ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი გარდაიცვალა. ირანმა საპასუხოდ აშშ-ის ბაზებზე მიიტანა იერიში.

მასალების გადაბეჭდვის წესი