ახალი ამბები

პრემიერი: ის რომ ღვთისმშობლის კვართი აქ ინახება, გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას

15 ივლისი, 2015 •
პრემიერი: ის რომ ღვთისმშობლის კვართი აქ ინახება, გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას

„ის, რომ ღვთისმშობლის კვართი საქართველოში ინახება, გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ ამგვარ სიწმინდეს და მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის,”– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. 

 

პრემეირ–მინისტრი
პრემეირ–მინისტრი ‘ვლანქერობის’ დღესასწაულზე. ფოტო – ირაკლი ღარიბაშილის ფეისბუკ–გვერდიდან

პრემიერის ფეისბუკის გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ზუგდიდში “ვლაქერნობის” დღესასწაულზე მყოფ პრემიერ–მინისტრს უთხრა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ამ დღესასწაულს ესწრება.

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი დალოცა და მათ ღვთისმშობლის მფარველობა უსურვა.

„ამ დღის შემდეგ თქვენ იგრძნობთ ღვთისმშობლის დიდ მფარველობას. თქვენი აქ ყოფნა დასტურია იმის, რომ ვართ ერთიანნი. მინდა გითხრათ, რომ ტაძრის შესასვლელში თქვენს სახელზე ქვა დაიდება,“–მიმართა მეუფემ პრემიერ–მინისტრს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსის ხატი აჩუქა.

“ვლაქერნობის” დღესასწაულს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრნენ.

 

ღვთისმშობლის კვართის [პერანგის] სახელით ცნობილი სამუზეუმო ექსპონატი ზუგდიდში მდებარე დადიანების მუზეუმშია დაცული.  ის  წელიწადში ერთხელ,  15 ივლისს, როცა მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის სამოსლის დადების დღესასწაულს – ვლაქერნობას აღნიშნავს,  მუზეუმიდან ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გადააქვთ, სადაც სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი