ახალი ამბები

2019 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 7 ქალი გარდაიცვალა

13 თებერვალი, 2020 •
2019 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 7 ქალი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისრტროს ინფორმაციით,  2019 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 7 ქალი გარდაიცვალა. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის კი ბრალი 4564 პირს წარედგინა.

უწყება ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მსხვერპლთა დაცვის მიზნით 10 266 შემაკაველებლი ორდერი გამოსცეს, 34%-ით უფრო მეტი, ვიდრე 2018 წელს. უწყება ამბობს, რომ ორდერი 376-მა პირმა დაარღვია, ეს მაჩვენებელი კი წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

„გაიზარდა ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა.

კერძოდ, ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე 2018 წელს პასუხისგებაში მიცემული იქნა 2 პირი, ხოლო 2019 წელს – 9 პირი,“ – ამბობს უწყება.

ქალმა სამართალდამცველებს 16-ჯერ მიმართა, მას სახელმწიფო ვერ დაეხმარა – საია

მასალების გადაბეჭდვის წესი