ახალი ამბები

დავით დონდუას და გრიგოლ კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

15 ივლისი, 2015 •
დავით დონდუას და გრიგოლ კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საგარეო უწყების ცნობით, რომელმაც ეს ინფორმაცია 14 ივლისს, საღამოს გაავრცელა, სატელეფონო საუბარი 13 ივლისს შედგა.

“საუბრის დროს ქართულმა მხარემ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო. დ. დონდუამ მოუწოდა რუსულ მხარეს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. მკაფიოდ აღინიშნა, რომ რუსული მხრიდან მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ხელს არ შეუწყობს პროგრესის მიღწევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს რუსეთსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად”, – ნათქვამია საგარეო უწყების გავრცელებულ პრესრელიზში.

 

რა პასუხი მიიღო დუნდუამ კარასინისგან, შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

ჟურნალისტების აქცია კონფლიქტის ხაზთან. 14.07.2015 ფოტო: გიორგი დიასამიძე
ჟურნალისტების აქცია კონფლიქტის ხაზთან. 14.07.2015 ფოტო: გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი