ახალი ამბები

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა, სულ მცირე, 1200 ადამიანს მიაღწია

13 თებერვალი, 2020 •
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა, სულ მცირე, 1200 ადამიანს მიაღწია

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში დაფიქსირდა კორონავირუსის ათასობით ახალი შემთხვევა და ასობით ახალი გარდაცვალება.

BBC ჩინეთის ჯანდაცვის უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო 24 საათში ვირუსის 14 800 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 60 000 ადამიანს მიაღწია. ჰუბეის პროვინციაშიც, სადაც ეპიდემიის ძირითადი წყაროა, ახალი ტიპის კორონავირუსით უკვე გარდაიცვალა 1 242 ადამიანი.

რაც შეეხება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, 12 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსის 45 171 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 2 068 ახალი შემთხვევაა, 97კი ახალი გარდაცვალება.

ვირუსმა, რომელიც პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა, 30-მდე ქვეყანაში შეაღწია. ჯერჯერობით საქართველოში არ დადასტურებულა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო პეკინმა „ჩაკეტა“ რამდენიმე ქალაქი – შეზღუდა სატრანსპორტო მიმოსვლა და აკრძალა ქალაქის დატოვება.

სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველომ, ქალაქ ვუჰანიდან, სადაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა, მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. რუსეთმა ჩინეთთან სახმელეთო საზღვარიც ჩაკეტა.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

ჩინეთიდან ამანათების მიღება უსაფრთხოა – NCDC

მასალების გადაბეჭდვის წესი