ახალი ამბები

ოპოზიციის წინააღმდეგ სასამართლოს იარაღად გამოყენება არ შეიძლება – IRI-ის პრეზიდენტი

13 თებერვალი, 2020 •
ოპოზიციის წინააღმდეგ სასამართლოს იარაღად გამოყენება არ შეიძლება – IRI-ის პრეზიდენტი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი გიგი უგულავას დაკავებას “ამერიკის ხმასთან” აფასებს და აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციის წინააღმდეგ სასამართლოს იარაღად გამოყენება დაუშვებელია.

IRI-ის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს დემოკრატია ზეწოლის ქვეშაა.

“დემოკრატიაში არ შეიძლება ადმინისტრაციულ და სასამართლო ინსტიტუტებზე სახელმწიფოს კონტროლი იარაღად იყოს გამოყენებული დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. დემოკრატიის არსი მდგომარეობს პარტიებს შორის ჯანსაღ პოლიტიკურ შეჯიბრში და თანაბარ თამაშის წესებში, რომელიც მიუკერძოებელი კანონის უზენაესობით იმართება. ის მდგომარეობს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში იმის უზუნველსაყოფად, რომ ლიდერები რჩებიან ანგარიშვალდებულნი ხალხის წინაშე და არ იყენებენ ძალაუფლებას ბოროტად, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ”, – ამბობს ტვაინინგი.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებში, ისევე როგორ საქართველოში, არსებობს შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის დიდ მისწრაფებას, იყოს დასავლეთის ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი