ახალი ამბები

გლდანში აფეთქების შემდეგ დაზიანებულ კორპუსში მაშველებმა მესამე ცხედარი იპოვეს

14 ივლისი, 2015 •
გლდანში აფეთქების შემდეგ დაზიანებულ კორპუსში მაშველებმა მესამე ცხედარი იპოვეს

თბილისის მერი, დავით ნარმანია აცხადებს, რომ დაშავებულია  8–მდე ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. ამ დროისთვის კორპუსში მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, გაზმა გამოიწვია. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება 240მუხლით არის დაწყებული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა. ფოტო - ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი.14.07.2015
კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა. ფოტო – ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი.14.07.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი