ახალი ამბები

ნარმანია: გლდანში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 2 და დაშავდა 8–მდე ადამიანი

14 ივლისი, 2015 •
ნარმანია: გლდანში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 2 და დაშავდა 8–მდე ადამიანი

ადგილზე კვლავ მინიდნარეობს სამაშველო–სამძებრო სამუშაოები. ასევე, მერის განცხადებით, კონსტრუქტორები შეამოწმებენ შენობის მდგრადობას.

 

კორპუსის მაცხოვრებლებს შენობაში არ უშვებენ, ისინი ეზოში არიან შეკრებილი. თბილისის მერის განცხადებით, თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი, შესწავლის შემდეგ გაირკვევა.  

 

ადგილობრივი მცხოვრების განცხადებით, კორპუსის შიდა კიბე დაზიანებულია. 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, გაზმა გამოიწვია. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება 240მუხლით არის დაწყებული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


შესწორება: თავდაპირველად სტატიაში ეწერა, რომ გარდაცვლილია 4 ადამიანი, რის შესახებ თავად თბილისის მერმა განაცხადა, თუმცა მოგვიანებით მერიამ ეს ინფორმაცია დააზუსტა და განაცხადა, რომ გარდაცვლილია 2 ადამიანი.


კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა. ფოტო - ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი.14.07.2015
კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა. ფოტო – ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი.14.07.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი