ახალი ამბები

ფეისბუკმა რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებული ანგარიშები გააუქმა

12 თებერვალი, 2020 • 1414
ფეისბუკმა რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებული ანგარიშები გააუქმა

სოციალურმა ქსელმა ფეისბუკმა რუსული სამხედრო დაზვერვის მიერ გამოყენებული საეჭვო ფეისბუკ ანგარიშები გააუქმა, რომლებიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ უკრაინისა და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახე Reuters ავრცელებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ქსელს მიღმა მყოფი ადამიანები საკუთარი იდენტობის და კოორდინატების დამალვას ცდილობენ, ჩვენმა გამოძიებამ აღმოაჩინა კავშირები რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან”, – ნათქვამია ფეისბუქის განცხადებაში.

ფეისბუკის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების უფროსის, ნათანიელ გლაიჰერის განმარტებით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში რუსეთი 100-ზე მეტ ფეისბუკ ანგარიშს იყნებედა. ამასთან, რუსეთი ყალბი ანგარიშების შესაქმენლად იყენებდა ინსტაგრამის პლატფორმასაც. ამ პლატფორმაზე ყალბი ანგარიშები იქმნებოდა ჟურნალისტების სახელებით და ავრცელებდნენ ყალბ ამბებს სამიზნე ქვეყნებში.

როგორც როიტერსი წერს, აღნიშნული ყალბი ექაუნთებით უკავშირდებოდნენ ადგილობრივ პოლიტიკოსებსა და მედიას, რათა გაევრცელებინათ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ისეთ საკთხებზე, რომელთა გარშემო მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობა იყო. ასეთებია კორუფციის ბრალდებები თანამდებობის პირთა მიმართ, ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი დაძაბულობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ასევე, უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაზე.

“ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ ეს ხალხი თავიანთი ნარატივის გასავრცელებლად იყენებდნენ რეალურ პირებს. ეს უფრო ჰგავს კლასიკურ სადაზვერვო მანიპულაციას, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვანი ინდივიდების მანიპულურიებას დიდი გავლენის მისაღებად”, – განუცხადა გლაიჰერმა “როიტერსს”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი