“ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ჯერ არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური, ეს ფასდაუდებელი გამოცდილებაა. წელს ამ ღონისძიების ორგანიზება ჩვენს თავზე ავიღეთ. ბანაკის პროექტის განხორციელება წარმოუდგენელი იქნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრ მირაბა კიშმარიას მხარდაჭერის გარეშე. წელსაც მათ დაგვიდასტურეს დახმარებისთვის მზადყოფნა”, – განაცხადა “აფსნიპრესთან” საუბრისას ახალგაზრდობის სახელმწიფო კომიტეტის დეპარტამენტის უფროსმა არდაშინ ბენიამ.

 

სამხედრო-საველე ბანაკი პირველად 2008 წელს მოაწყო ორგანიზაციამ “ახალგაზრდა აფხაზეთმა”, რომელსაც ეკუთვნის ეს პროექტი. ბენიას თქმით, წლების განმავლობაში ასობით ადამიანმა მიიღო ბანაკში მონაწილეობა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *