ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლეილა და არიფ იუნუსების სასამართლო პროცესი 15 ივლისისთვის გადაიდო

13 ივლისი, 2015 •
ლეილა და არიფ იუნუსების სასამართლო პროცესი 15 ივლისისთვის გადაიდო

სასამართლო პროცესის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს შენობის წინ 15-მდე ადამიანი შეიკრიბა – სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ჟურნალისტები, ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები და დასავლეთის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები.

სასამართლოს მანდატურმა შეკრებილებს გამოუცხადა, რომ სასამართლო პროცესი 13 ივლისს არ შედგებოდა. “კავკაზსკი უზელის” ცნობით, ამ ინფორმაციამ ბრალდებულების ადვოკატები გააოცა, რადგან ისინი პროცესის გადადების შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ.

“ჩვენ არ ვიცით არც ერთი მიზეზი, რის გამოც სასამართლო სხდომა გადაიდო. ჩევნ წინასწარ ამის შესახებ არ გვაცნობეს”,- განაცხადა ლეილა იუნუსის ადვოკატმა ელჩინ გამბაროვმა. მოგვინებით სასამართლომ ადვოკატებს აცნობა, რომ სხდომა 15 ივლისს, 10:00 საათზე ჩატარდება, თუმცა გადადების მიზეზი კვლავ არ განუმარტავთ.

 

უფლებადამცველს ლეილა იუნუსს ბრალდება წარდგენილია აქვს 178.3.2. მუხლის (თაღლითობა),274 მუხლის (სახელმწიფო ღალატი), 192.2.2 მუხლის (უკანონო საქმისწარმოება), 213.2.2 მუხლის (გადასახადებისგან თავის არიდება) და 320.1. და 320.2 მუხლების (დოკუმენტების ფალსიფიკაცია) თანახმად. რაც შეეხება უფლებადამცველ არიფ იუნუსს, სახელმწიფო ღალატში ბრალდება მის მიმართაც ცალკე სამართალწარმოებადაა გამოყოფილი. 


ლეილა იუნუსი 30 ივლისს ბაქოში დააკავეს. ის აზერბაიჯანში “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დირექტორია, მან და მისმა კოლეგამ სომხეთიდან, ლაურა ბაგდასარიანმა, სომხეთში კვლევითი ცენტრის “რეგიონის” დირექტორმა, ბაქოში სომხეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რაუფ მირკანდიროვის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვა გაავრცელეს. მიმართვაში ისინი საზოგადოებას მოუწოდებდენ, კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად და აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივების წინააღმდეგ ხმა აემაღლებინათ.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი