საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას, კიდევ ერთი კონგრესმენი უგზავნის კრიტიკულ წერილს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი რენდი ვებერი ტვიტერზე გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ თანამედროვე ისტორიის განმავლობაში საქართველო პირველად განიხილება უარყოფით კონტექსტში.
როგორც ვებერი წერილში აღნიშნავს, ის უერთდება იმ კონგრესმენთა რიცხვს, ვინც შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისგან უკან დახევისა და ეკონომიკური წინსვლის შემცირების გამო.
კონგრესმენი განმარტავს, რომ წერილის დაწერა აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტიორობისა და აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების გამო გადაწყვიტა.
I am alarmed by reports of delayed reforms and a declining climate for U.S. investment in #Georgia, especially for energy companies from the #USA. I wrote this letter to Georgia’s Prime Minister @GakhariaGiorgi to express my serious concern. pic.twitter.com/Ow87sliPiK
— Randy Weber (@TXRandy14) February 11, 2020
„მე ვუერთდები მათ მიერ გამოხატულ წუხილს, რომელიც ეხება ქვეყანაში დაპირებული დემოკრატიული რეფორმებისგან გადახვევას, მშივოდბიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, დევნასა და შევიწროებას როგორც პოლიტკური ოპონენტების, ასევე მედიის, საერთაშორისო და აშშ-ის კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიმართ“, – ნათქვამია წერილში.
რენდი ვებერი ამბობს, რომ წინა წელს კოლეგებთან ერთად ხელი „მოაწერა საქართველოს მხარდამჭერ აქტს“, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მხარდაჭერას გამოხატავდა.
თუმცა წერილში ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული აქტი არ გულისხმობს საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებების მხარდაჭერას, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
კონგრესმენი ასევე საუბრობს საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცირებაზე. ასევე, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დასკვნაზე დარყდნობით, აღნიშნავს, კორუფციის ინდექსში საქართველოს მაჩვენებლების გაუარესებაზე.
ვებერის თქმით, უცხოური ინვესტიციების შემცირება „სიურპრიზი არ უნდა იყოს“ ქვეყანაში საერთაშორისო ბიზნესის ინტერესების შევიწროების ფონზე. ამის მაგალითად კონგრესმენს „ფრონტერას“ მოაქვს და ფეისბუკის მიერ „ოცნების“ მხარდამჭერი გვერდების/პროფილების წაშლას ასახელებს.
წერილში ნათქვამია, რომ სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, აშშ-ის პრზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონს, რომელშიც მათ შორის საუბარია საქართველოს მიერ დემოკრატიული ღირებულებეისგან და აშშ-ის ბიზნესინტერესებისგან გადახვევაზე.
„პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში თქვენი ქვეყანა წარმოდგენილია ნეგატიურ და საყურადღებო ჭრილში“, – ამატებს კონგრესმენი.
წერილის ბოლოს რენდი ვებერი დასძენს, რომ საქართველო რჩება აშშ-ის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ მეგობრად. ის იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის გზებს, რათა გაზარდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ამერიკიდან და ზოგადად, პასუხი გასცეს იმ სახიფათო სიგნალებს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიისა და ეკონომიკური წინსვლის დონეს ეხება.
წაიკითხეთ ასევე:
აშშ-ის სენატორების გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს მთავრობას