ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის საკრებულო სფფ-სგან კორპორატიული წესით ითხოვს 300 ბილეთის შეძენას, თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ გაავრცელა.
გულშემატკივრები 3 დღეა ბილეთების ცოცხალ რიგში დგანან და თბილისის საკრებულო ფედერაციისგან 300 ბილეთის გამოყოფას ითხოვს
Posted by Nika Melia / ნიკა მელია on Monday, July 13, 2015
“არა მხოლოდ საკრებულოსგან [მივიღეთ წერილი], თქვენ შეგიძლიათ გადაითვალოთ რამდენი უწყება და დაწესებულება არსებობს ამ ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველასგან არის მსგავსი თხოვნა შემოსული. არა მხოლოდ სამინისტროებისგან, კერძო უწყებებიდან, სამთავრობო დაწესებულებებიდან, მათ შორის საკრებულოსგანაც”, – ამბობს ეკა ელოშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.
დინამო არენა, სადაც ბარსელონასა და სევილიას შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართება 11 აგვისტოს, სულ 51 ათას ადამიანს იტევს, VIP ლოჟების ჩათვლით. 30 ათასი ბილეთი სფფ-მ გულშემატკივრებზე გაყიდა. ადამიანები ამისათვის რამდენიმე დღის განმავლობაში იდგნენ ფიზიკურ თუ ონლაინ რიგში. 3 -3 ათასი ბილეთი, სფფ-ს ცნობით, ბარსელონასა და სევილიას ფანკლუბებს გადაეცათ. რჩება 15 ათასი ადგილი. ამ ადგილებზე უნდა დასხდნენ სტუმრები უეფადან, მისი წევრი ორგანიზაციებიდან, ბავშვები, რომლებიც 6 ქვეყნიდან ჩამოვლენ საქართველოში, ასევე, უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს მთავრობიდან.
“იმდენი ბილეთი რომ გაიცეს, რამდენიც იმ წერილებშია მოთხოვნილი, დინამო-არენას [51 ათასი ადგილი] არ გვყოფნის. ძალიან ბევრი მოთხოვნაა. მე როგორც ვიცი, აბსოლუტურად ყველა უწყებისგან შემოვიდა წერილი”, – ამბობს ელოშვილი. რაც შეეხება იმას, თუ ვინ გადაწყვეტს, რომელ უწყებას რამდენი ბილეთი გადაეცემა, იგი ამბობს:
“უეფამ ეს ამბავი თვითონ გადაიბარა. ჩვენ უბრალოდ გვევალება შემოსული წერილების აღრიცხვა და ამ ყველაფრის უეფაში გადაგზავნა. რაც უკვე გაკეთებულია. ჩვენ შევადგინეთ საერთო სია, რომ ამდენ ბილეთზეა მოთხოვნა… უეფასგან პასუხი სავარაუდოდ თვის ბოლომდე არ იქნება”.
მანამ, სანამ ბილეთები გაიყიდებოდა, უეფაც და ფეხბურთის ფედერაციაც აცხადებდნენ, რომ ბილეთები კორპორატიული წესით არ უნდა გაყიდულიყო, თუმცა, ახლა როგორც ირკვევა, ეს პრინციპი შეიცვალა. რატომ? – ეკა ელოშვილი ამბობს:
“პრაქტიკაში უეფას ღონისძიებებზე და მსგავს ტურნირებზე ასეთი ვრცელი და უკიდეგანო რაოდენობის ბილეთების გაცემა არ ხდება ხოლმე. მაგრამ ის მოსაწვევები, რომლითაც შენ პატიჟებ საქართველოს შემთხვევაში მთავრობას, საპატიო სტუმრებს ამას ჰქვია ქომპლიმენტარი კატეგორია, ჩვენ ვთხოვეთ [უეფას], რომ ეს კატეგორია ფიზიკურად არ ეყოფა არავის და იქნებ მოხდეს ისე, რომ დამატებითი კვოტები გამოიყოს. მაშინ გადაწყდა, რომ ყოფილიყო კორპორატიული გაყიდვები. უეფამ თქვა, რომ მიიღეთ ეს წერილები და გადმოაგზავნეთ”, – ამბობს ელოშვილი.
UPDATE: რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, მთავრობის ადმინისტრაციაში, თბილისის მერიაში, გარემოს დაცვის სამინისტროში, პარლამენტში, სასჯელაღსრულები სამინისტროში, ასევე განათლების სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მათ ფედერაციისათვის ბილეთებისთვის არ მიუმართავთ. შსს-ს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ისინი ვერ გვიპასუხებენ ამ საკითხზე და საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ, ხოლო თავდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ მათ ფედერაციას 55 ბილეთისთვის მიმართეს, რომელთა გადაცემასაც სამხედრო მოქმედებებისათვის დაზარალებული პირებისათვის აპირებენ, საუბარია იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებმაც საბრძოლო მოქმედებებისას ან საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის შედეგად კიდური აქვთ ამპუტირებული. ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათმა თანამშრომლებმა ნამდვილად ითხოვეს კორპორატიული წესით ბილეთების შესყიდვა, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ რამდენი ბილეთის ყიდვა სურთ.
მეგობრებო, ვაკმაყოფილებთ რა საერთო ეროვნულ ინტერესს უეფას სუპერ თასზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებით, გთხოვთ, ყურადღე…
Posted by Georgian Football Federation on Wednesday, June 10, 2015