“14–ში ვიზიტი იწყება ბათუმში, სადაც ბატონი დონალდ ტუსკი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, 15–ში ვიზიტი გრძელდება თბილისში, მას ექნება შეხვედრა პრემიერ–მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ დავით უსუფაშვილთან. გარდა ამისა, არის ჩანიშნული შეხვედრა, რომ ბატონი ტუსკი შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს. ასევე, საგანგებოდ, ბატონი ტუსკი გეგმავს ჩავიდეს ხურვალეთში საოკუპაციო ზოლის მოსანახულებლად,”– განაცხადა დავით კერესელიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვაზე.
14 ივლისს, 18:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი სოფელ ხურვალეთში, რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის მითვისების წინააღმდეგ აქციას გამართავს.