ახალი ამბები

უგულავა პოლიტპატიმარია – მარგველაშვილი

11 თებერვალი, 2020 •
უგულავა პოლიტპატიმარია – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავება არის “სილის გაწნა” დასავლელი პარტნიორებისთვის. მისი თქმით, იმ შემთხვევაში კი, თუ საქართველო დასავლელ პარტნიორებს დაივიწყებს, “თამაშის სხვა არეალი არის რუსეთი”:

“გუშინდელი დაკავება არის ისეთი რამ, რომ შეცვალა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში. მე ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, უგულავა, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმარია, მაგრამ დაკავება არა მხოლოდ ქართული რეალობისთვის არის მიუღებელი, არამედ არის სილა, რომელიც გააწნეს ჩვენს პარტნიორებს.

მაშინ, როდესაც მათ ძალიან მკვეთრი აზრი გამოხატეს იმის თაობაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის პრინციპები ძალიან სერიოზულად ირღვევა, მაშინ, როდესაც თითქოს ამ მდგომარეობის მოსაგვარებლად ჩასული იყო იქ პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც პროკურორი არის მოსამართლე და ასამართლებს ერთი  საქმისთვის პოლიტიკოსს და მაშინ, როდესაც აქ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დასპონსორებული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ძალიან ნათელი მესიჯი იქნა გაგზავნილი დასავლეთისკენ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ მათი აზრი”, – განაცხადა მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

გიგი უგულავა გუშინ, 10 თებერვალს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის გადაწყვეტილებით, მას 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი