მისი თქმით, საბერძნეთის დახმარების პროგრამა სერიოზული რეფორმებითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა კი განაცხადა, რომ საბერძნეთი ევროზონაში დარჩება.
BBC-ის ინფორმაციით, ევროზონის მიერ მოთხოვნილ რეფორმებს საბერძნეთი ოთხშაბათდან დაიწყებს. დახმარების ახალი პაკეტი ევროზონის წევრი ქვეყნების პარლამენტებმა უნდა დაამტკიცონ.
ევროზონის ლიდერების მოლაპარაკებები ბრიუსელში საბერძნეთის ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე 17 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სახის ფინანსური რეფორმების გატარება მოუწევს საბერძნეთს.
