ახალი ამბები

სოფელ ხურვალეთში 14 ივლისს “მცოცავი ოკუპაციის” წინააღმდეგ აქცია გაიმართება

13 ივლისი, 2015 •
სოფელ ხურვალეთში 14 ივლისს “მცოცავი ოკუპაციის” წინააღმდეგ აქცია გაიმართება

აქცია “მცოცავი ოკუპაციის” წინააღდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში სამშაბათს, 14 ივლისს, 18:00 საათზე გაიმართება.

 

საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი აცხადებს, რომ აქციაში მონაწილეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფაზე მუშაობს, თუმცა სურვილს გამოთვამენ, რომ მონაწილეებმა შეძლებისამებრ საკუთარი ავტომობილით შეძლონ აქიაზე წასვლა.

 

11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.

მავთულხლართები ხურვალეთში
მავთულხლართები ხურვალეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი