ახალი ამბები

ზვიად სიჭინავა: სალაროები იქნება ღია, ვიდრე არ გაიყიდება ყველა ბილეთი

12 ივლისი, 2015 •
ზვიად სიჭინავა: სალაროები იქნება ღია, ვიდრე არ გაიყიდება ყველა ბილეთი

“ამ წუთისთვის 8 700 ბილეთია გაყიდული. ფედერაციის მხრიდან ბილეთების გაყიდვაზე პრობლემები არ არის. ფედერაციამ გაითვალისწინა ის, რომ ძალიან ბევრი პრობლემები ჰქონდათ ამ ხალხს, ორი და სამი დღე ვაკის პარკში ათენებენ და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შს სამინისტროსთან ერთად, რომ ბილეთების გაყიდვა არ შეწყდება. სალაროები იქნება ღია, ვიდრე არ გაიყიდება ყველა ბილეთი”- ეს განცხადება სიჭინავამ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.  

 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროები დღეს, 09:00 საათზე გაიხსნა. 

 

ფეხბურთის ფედერაციამ ვაკის პარკის  კიბეების ზემოთ დადგა მონიტორი, სადაც გულშემატკივრები დაინახავენ, რამდენი ბილეთი გაიყიდა. შს სამნისტროს თანამშრომლები და ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდები გულშემატკივრების მიერ შედგენილი სიების მიხედვით 50 ადამიანს 20-წუთიანი ინტერვალით უშვებენ სალაროების მიმართულებით.

 

GFF–ის განცხადებით, ერთ ადამიანზე გაიყიდება 4 ბილეთი. ბილეთების ფასია 18, 35 და 75 ლარი. სულ 22 ათასი ბილეთი გაიყიდება.

 

11 აგვისტოს სუპერთასის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.

 

თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი