ახალი ამბები

ეს არის პოლიტიკური დევნა და უსამართლობა – ელისაშვილი უგულავაზე

11 თებერვალი, 2020 • 1040
ეს არის პოლიტიკური დევნა და უსამართლობა – ელისაშვილი უგულავაზე

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა.

ელისაშვილმა ამის შესახებ განცხადება ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

„რაც უგულავას თავს ხდება, არის პოლიტიკური დევნა და უსამართლობა. ყველაზე მეტად წლების განმავლობაში სწორედ გიგი უგულავასთან ვიყავი დაპირისპირებული. მისი კრიტიკა შეწყვეტილი მქონდა მხოლოდ მისი ციხეში ყოფნის დროს.

ამის მიუხედავად, ერთი და იგივე დანაშაულზე ადამიანის რამდენჯერმე ციხეში ჩასმა არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და მეტი არაფერი“, – წერს ელისაშვილი.


გიგი უგულავა უკვე გადაყვანილია მატროსოვის ციხეში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი