ახალი ამბები

არ მოველოდი, თუ ასე “უპრაგონოდ” დაიჭერდნენ – სააკაშვილი უგულავაზე

11 თებერვალი, 2020 • 1315
არ მოველოდი, თუ ასე “უპრაგონოდ” დაიჭერდნენ – სააკაშვილი უგულავაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოში სადმე ადამიანის ასეთი კანონდარღვევით დაკავება თუ შესაძლებელი იყო, ვერ წარმოედგინა.

ამის შესახებ სააკაშვილმა “მთავარ აქცენტებში” ჩართვისას განაცხადა.

“არ მოველოდი რომ ასეთი ბრალდებით, ასე უპრაგონოდ დაიჭერდნენ. მე მესმის, რომ შალვა თადუმაძეს არა მხოლოდ იურისტის დიპლომი არა აქვს, არამედ ნახევარი წიგნიც არა აქვს წაკითხული, ალბათ, პინოქიოც კი, დიდოსტატის მარჯვენაზე აღარ ვსაუბრობ. მაშინაც კი, როცა ეს უვიცი გაიყვანა ივანიშვილმა უზენაეს სასამართლოში, ვერ წარმომედგინა ასეთი კანონდარღვევით დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შესაძლებელია. ეს არის უკიდურესი სისუსტის გამოხატულება ივანიშვილის მხრიდან. ერთი-ერთზე მახსენებს ასლან აბაშიძის ქმედებებს. ეს არის ივანიშვილის ბოლო აგონია”, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს – საქართველოში.


საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი