ახალი ამბები

შევედი, მივესალმე და ვუთხარი, რომ უგულავა დააპატიმრეს – სამნიძე აშშ-ის ელჩზე

10 თებერვალი, 2020 •
შევედი, მივესალმე და ვუთხარი, რომ უგულავა დააპატიმრეს – სამნიძე აშშ-ის ელჩზე

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ გიგი უგულავას განაჩენის შესახებ აშშ-ის ახალი ელჩს, კელი დეგნანს თავად უთხრა. დღეს დეგნანი პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა გაცნობით შეხვედრაზე.

„მე შეიძლებ ითქვას, რომ არ დავსწრებივარ შეხვედრას ელჩთან.  შევედი, მივესალმე და ვუთხარი, რომ არის ასეთი მდგომარეობა:

პოლიტიკურმა რეპრესიებმა მიიღო ასეთი მწვავე სახე, მას ვუთხარი, რომ დააპატიმრეს გიგი უგულავა, მთელი ოპოზიცია არის ერთად, გააკეთეს განცხადებები, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და არ გაგრძელდება იმის ფონზე, როდესაც გრძელდება დაკავებები“, – ამბობს ხათუნა სამნიძე.

სამნიძე ამბობს, რომ ხელისუფლება მოსახლეობაში უიმედობის გაჩენას ცდილობს, „მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე დაინახავს ხელისუფლება, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას აზრი აქვს“.

„მე ვუთხარი ელჩს ეს მდგომარეობა, მივესალმე და ვუთხარი, რომ მე არ შემიძლია ვიყო ამ მიღებაზე, ბოდიში მოვუხადე ამისთვის და მივდივარ ჩემს კოლეგებთან, სადაც გავაგრძელებთ მსჯელობას.

როგორც ჩანს, ივანიშვილი აგონიაშია და წერილების ფონზე უფრო არაადეკვატური გახდა. ეს ნაბიჯები მოწმობს, რომ ის კედელთანაა“, – ამატებს სამნიძე.


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

“საზეიმო მიღებაზე ვერ გაარჩევ” – ხელისუფლება უგულავას განაჩენს ჯერ არ აფასებს

მასალების გადაბეჭდვის წესი