ახალი ამბები

„დიქტატურა“ — ოპოზიციის გამოხმაურებები უგულავას ახალ სასჯელზე

10 თებერვალი, 2020 •
„დიქტატურა“ — ოპოზიციის გამოხმაურებები უგულავას ახალ სასჯელზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკრიტიკებენ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის კიდევ სამი წლით პატიმრობის მისჯას. როგორც შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ოპოზიციის გაერთიანების სახელით, უარს აცხადებენ მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდებში მონაწილეობას „ქართულ ოცნებასთან“ პროპორციული არჩევნების საკითხზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უგულავას დღევანდელ განაჩენს „ყველა ზღვრის გადაკვეთა“ უწოდა და ფეისბუკზე დაწერა:

„გიგის დაჭერა არის ყველა, ყველა ზღვარი, რაც ამ უბოროტესმა ნაძირალამ შეიძლება გაადაკვეთოს! ერთ საქმეზე ორჯერ მისჯა… წარმოუდგენელია, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, რა არჩევნები და რა სისტემა, რა მოლაპარაკებები“?

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთო კახიძემ დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის „გამოწვევა მიღებულია“ და „ბიძინა ივანიშვილს დაამთავრებს ქართველი ხალხი წელს და ბოლოს დაესმება წერტილი მაგნიტსკის სიით“.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ამ გადაწყვეტილებას დიქტატურა უწოდა:

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა უგულავას უწოდა „მთელ დემოკრატიულ თანამეგობრობაზე დაფურთხება“ და თქვა, რომ „შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს, დაპატიმრებებს … წყდება ყოველნაირი მოლაპარაკებები“:

ადვოკატი: უგულავა გაასამართლა გენპროკურორმა

ნინო ბურჯანაძემ უგულავას პატიმრობას „აბსოლუტურად წარმოუდგენელი“ უწოდა და თქვა, რომ „ეს არის ღია დეკლარირება იმისა, რომ საქართველოში კანონი არ არსებობს“.


დავით ბერძენიშვილმა დაწერა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და ამ ნაბიჯით „სპეციალურად ძაბავს ვითარებას და პოლარიზაციას აღრმავებს“.

ადვოკატი: უგულავა გაასამართლა გენპროკურორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი