ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევისთვის 6 თვის მანძილზე 320 ადამიანი დააკავეს

11 ივლისი, 2015 •
სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევისთვის 6 თვის მანძილზე 320 ადამიანი დააკავეს

” წლის დაწყებიდან საზღვრის დარღვევის 320 შემთხვევა დაფიქსირდა. დამრღვევთა უმეტესობა ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქეა. დამრღვევთა შორის არიან საქართველოს, რუსეთისა და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები”,- აცხადებენ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

უწყების ინფორმაციით, საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს სამხრეთ ოსეთთის 156 მოქალაქე, საქართველოს 99 მოქალაქე, რუსეთის ფედერაციის 53 მოქალაქე და სხვა სახელმწიფოების 12 მოქალაქე. უწყებისვე ინფორმაციით, საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულები ადმინისტრაციული წესით ისჯებოდნენ და ჯარიმას იხდიდნენ. საზღვრის დარღვევის გამო მიღებული ჯარიმების საერთო რაოდენობა 373 600 რუბლია. 2014 წლის უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, სამრეთ ოსეთში საზღვრის 249 დარღვევა დაფიქსირდა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


მასალების გადაბეჭდვის წესი