პრემიერმა განაცხადა, რომ მას და კახა კალაძეს გამორჩეული და მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
”ის, რომ რამდენიმე განაწყენებული თუ ვიღაც შურიანი, გაბოროტებული ადამიანი ცდილობდა ჩვენ შორის რაღაც გაუგებრობის შექმნას, მათ ეს მცდელობა, რა თქმა უნდა, დარჩათ წარუმატებელი. ასეც იქნება, იმიტომ, რომ მეც და კახიც პირველ რიგში ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომლიც ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვაკისრია. ჩვენ შორის გამორიცხულია, რაიმე სახის დაპირისპირება არსებობდეს, ეს არის აბსურდი. თუმცა ეს არის, რა თქმა უნდა, ეს არის მიზანმიმართულად დამკვიდრებული აზრი. არის მცდელობა იგივე ნაციონალური მოძრაობის და ვიღაც მტრებისგან, მათ შორის შეიძლება შიდა გუნდიდანაც იყვნენ ვიღაცები, რომელთაც არ სურთ ეს ჯანსაღი ურთიერთიობები. მე გარწმუნებთ, რომ არავითარი დაპირისპირება მე არ მაქვს და არც მექნება, და ვერც ვერავინ ჩადგება ჩვენ შორის. ჩვენ პირველ რიგში ვართ მეგობრები და შემდეგ ვართ თანამშრომლები. ასე ვუყურებ მე და ასეთი ურთიერთობების მომხრე ვარ ყოველთვის. ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ ისეთს, რომელიც დააზიანებს რაიმე საერთო საქმეს. მით უმეტეს, ჩვენ ოჯახებით ვართ ძალიან ახლოს და ცოტა უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეს არის რეალობა.”- განაცხადა პრემიერმა გადაცემაში ჩართვისას.