ახალი ამბები

შსს: თბილისში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

10 ივლისი, 2015 •
შსს: თბილისში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შსს–ს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 30 წლის სულეიმან ოზთურქი ანკარის ინტერპოლის მიერ 11.06.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

უწყების მიერ გავრცელებული ინცოფრმაციით, სულეიმან ოზთურქი დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 81/1, 35/2 და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. 24.06.2009 წელს სულეიმან ოზთურქმა მასთან კონფლიქტში მყოფ პიროვნებას, ფიზიკური დაპირისპირებისას, თავის არეში მეტალის საგნით დაზიანება მიაყენა.

შსს–ს ცნობით, დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ სულეიმან ოზთურქს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა და ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს.

 



შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავასაქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბ…

Posted by საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Friday, July 10, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი